I კვარტალში, შსს-მ მივლინებებში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან – „ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ“ ირკვევა.
I კვარტალში, როგორც თანამდებობის პირების, ასევე სხვა თანამშრომლების მივლინებებზე 1 029 823.96 დაიხარჯა.
თანამდებობის პირებზე, ქვეყნის შიგნით სამივლინებო ხარჯებმა 14 779.17 ლარი, ხოლო ქვეყნის გარეთ 25 389.26 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ქვეყნის შიგნით სამივლინებო ხარჯებმა 853 116.95 ლარი, ხოლო ქვეყნის გარეთ136 538.16 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაცია იხილეთ ცხრილის სახით: