ხატია დეკანოიძე – სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს

სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან.
„ეს ძალადობა, რომელსაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ, უნდა შეწყდეს. ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ასე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. დავით ქაცარავა, , ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი წარმოუდგენელი ამბები… სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი