ბოდვა, სინანული და უმსგავსობა – პუტინის მხარდაჭერა ოცნებას

ვლადიმერ პუტინი პრემიერ კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და პროპაგანდისტული Russia Today-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ამბობს:
რაღაც უცნაური ტენდენცია შეინიშნება იმ ლიდერებში, რომლებიც არ ეთანხმებიან კოლექტიურ დასავლეთს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ევროკომისარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში ს პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედით დაემუქრა. როგორ აფასებთ ამას, ეს კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკაა? – მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც რომელიღაც კომისარმა თქვა – იქ ბევრი კომისარია, ისინი იცვლებიან და სულ რაღაცებს ბოდავენ, მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ – ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს.” – თქვა პუტინმა [რეალპოლიტიკა]

ასევე დაგაინტერესებთ