მხარს დავუჭერთ “ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას აძლევს, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა – ირაკლი კობახიძე

მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას აძლევს, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ განაცხადა.

როგორც მ აღნიშნა, „კანონპროექტი, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიერ იყო ინიცირებული, აქტუალობას არ კარგავს, რადგან, ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რომელთაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა ასეთი პირადობის მოწმობების რაოდენობა დავა მინიმუმამდე, მაქსიმუმ იქნება 500-1000, მეტი არა“.

„კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ დღეს არსებითად შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, ანუ იქამდეა გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი მოწმობები. შესაბამისად, ყველა ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი. დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. არიან მოქალაქეები, რომლებსაც ლეგიტიმურად აქვთ არაელექტრონული პირადობის მოწმობები. ეს ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას. რაც უნდა დარჩეს ასე, ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ოღონდ ამასთან ერთად შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა გაუქმდება, რომელიც გაიცა 2011 წლამდე, შესაბამისად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, პრაქტიკაში დარჩება, მაქსიმუმ, 500.

დღევანდელი მოცემულობით არის ასეთი ვითარება: 2011 წლიდან შემოვიდა ელექტრონული პირადობის მოწმობები, ამის შემდეგ, რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, 64 ადამიანმა აიღო არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მაქსიმუმ, ეს გაიზარდოს 500-მდე. როცა 2 მილიონი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, 2 მილიონიდან იქნება, მაქსიმუმ, 500 კაცი, რომელიც ხმას მისცემს არაელექტრონული პირადობის მოწმობით. აქედან გამომდინარე, რაზეც იყო საუბარი, რომ შეიძლება, ეს ს გაყალბებისთვის იყოს გამოყენებული, თავიდან ბოლომდე იხსნება, რადგან, მაქსიმუმ, 500 კაცი იქნება, ვინც არაელექტრონული მოწმობით მისცეს ხმას. ოღონდ დამტკიცდება პრინციპულად განსხვავებული ფორმით, დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ყველა პირადობის მოწმობა დაკარგავს ძალას, რომელიც გაცემული იქნება 2011 წლამდე.

მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს, რადგან ასეთი არის დაახლოებით 200 ათასი პირადობის მოწმობა. ესენი დაკარგავს ძალას, თარიღზე შევჯერდებით, ვთქვათ, პირობითად, პირველი მარტიდან და ეს პირადობის მოწმობა გაუქმდება, შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. აქედან გამომდინარე, შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება 500 კაცი. არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, არის საქართველოში დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ იღებს პირადობის მოწმობას. მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც აძლევს არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა. გაუქმდება 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.