ევროკომისრები „სისულელეს როშავენ“ – პუტინი კობახიძე-ვარჰეის დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა. ამის შესახებ ekhokavkaza წერს.
„ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და ყველანაირ სისულელეს როშავენ“, – თქვა პუტინმა.
ერთი დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე საუბრისას იგი თითქოსდა დააშინა ს პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიკოს მაგალითით, რომლის მოკვლაც სცადეს.
ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ესაუბრა. თუმცა, ვარჰეის თქმით, მისი სიტყვები სრულიად ამოღებულია კონტექსტიდან და დამახინჯებულია.