“თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით…” – ო’ბრაინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი რუსულ კანონზე და სანქციებზე საუბრობს მედიასთან.
“გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა”, – ამბობს ო’ბრაიენი ჟურნალისტთან.
როგორც ო’ბრაიენი ამბობს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სტიგმატიზაციისკენ მიმართული კანონი, ძალადობა მოქალაქეებზე პარტნიორებს უჩენს კითხვას – “დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”.
თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამეებით, მაგალითად, სადაც თქვენი შვილები სკოლაში დადიან, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამბობს ო’ბრაიენი.
როგორც -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამბობს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკა “ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება.
მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა და ვენეციის კომისია, მაშასადამე, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრის გამოთქმით. ეს საკითხი ეხება იმას, უნდა თუ არა საქართველოს მთავრობის ლიდერებს შეცვალონ პოლიტიკა, ისე როგორც ეს საჭიროა ევროპულ და ატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის და არა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა შეიცვლება,“ – ამბობს ო’ბრაიენი.
კითხვაზე არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენი ამბობს, რომ არ არის და განმარტავს მიზეზს და მაგალითად ფეხბურთის მატჩში მონაწილეობის სურვილი მოჰყავს – “თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით, ან ჩვენ ვითამაშებთ დამატებითი ბურთით. თქვენ თამაშობთ იმ კლუბის წესებით, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ.”

ასევე დაგაინტერესებთ