პაატა კვიჟინაძე – საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს ჩემთვის საამაყო იქნება

ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და რუსეთის სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, ვინაიდან, სამშობლო უპირველესია.
„საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება ჩემთვის საამაყო. ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება თუ იგივე კანონს მიიღებ, დაგასანქცირებო, [ჩვენი კანონი] უფრო სუსტია. მე მომზადება არ მჭირდება და არც არავის ვეკითხები, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, ნაბრძოლი ვარ; ნუ ისწავლიან ამერიკაში [ჩემი შვილები], სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ეგ თქვენ ხართ დაფეთებულები, ფულებს თუ არ მოგცემენ ენჯეოებიდან გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, ასე გავიზარდე და ჩემს შვილებსაც ასე გავზრდი“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო