გასულ წელს მოსახლეობამ ჯანდაცვაზე 142,5 მილიონი ლარი დახარჯა

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი შინამეურნეობა ჯანდაცვაზე თვეში საშუალოდ 126,7 ლარს ხარჯავდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, შარშან ეს ხარჯი 121,1 ლარს შეადგენდა.
სამომხმარებლო ხარჯების განაწილების თვიური სტატისტიკა ერთ შინამეურნეობაზე 1 252 ლარს შეადგენს, სამომხმარებლო ფულადი ხარჯები – 1 158,1 ლარს. აქედან ყველაზე დიდი წილი – 448,1 ლარი
მოდის ჯგუფზე, რომელშიც სურსათი, სასმელი და თამბაქოს ნაწარმი ერთიანდება. ტრანსპორტზე გაწეული ხარჯები 129,2 ლარს შეადგენს, განათლებაზე 33,1 ლარს, ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა სათბობზე – 138,2 ლარს,
გასული წლის მონაცემებით, მოსახლეობამ ჯანდაცვაზე ჯამში 142,5 მილიონი ლარი დახარჯა. შარშან ეს მაჩვენებელი 133 მილიონი იყო.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა