თიბისის ბიზნესმობაილ და ინტერნეტბანკში სიახლეა

თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.
დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებენ შეამოწმონ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო საფეხურები და შუავალ ბანკებთან დაკავშირებული დეტალები.
ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ტრანაქციის დეტალების გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის დახმარებით შეძლებთ შეამოწმოთ ჩაერიცხა თუ არა მიმღებს თანხა, ან თუკი ტრანზაქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ნახავთ მის მიმდინარე სტატუსს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა