ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, უწყების ძირითადი მიზანი შრომის ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაა.
„ამ მიმართულებით ვახორციელებთ როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმებზე აღსრულებას, ასევე შრომის უფლებებზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს საქართველოს შრომის კოდექსს, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ხოლო გასული წლიდან უკვე შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს. ჩვენი ზედამხედველობა ხორციელდება ასევე იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციაზე, სამედიცინო დაწესებულებებში მინიმალური საათობრივი ანაზღაურებაზე”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გასულ წელს განხორციელდა 3765 პირველადი და განმეორებითი ინსპექტირება 1036 კომპანიაზე, გაიცა 14 173 მითითება და ზედამხედველობა განხორციელდა 81 000-ზე მეტ პირს. მისი თქმით, ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური სექტორია შემოწმებული. 2022 წლებთან შედარებით 1, 5 -ჯერ არის გაზრდილი ინსპექტირებები.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც