ვინც რჩებით, რუსული რეჟიმის სამსახურში, კიდევ გრჩებათ შანსი, გადმოდით სიმართლის მხარეს – ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ შანსის სიმართლის მხარეს გადავიდნენ.
ამის შესახებ პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.
-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.
გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან
გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.
საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
· გირჩი – მეტი თავისუფლება
· დროა
· ლელო საქართველოსთვის
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
· ახალი
· სტრატეგია აღმაშენებელი
· რესპუბლიკური პარტია
აშშ სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი და თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.
ამის თაობაზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა 24 მაისს.
სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
სავიზო სანქციების გარდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში განიხილება ფინანსური სანქციებიც.
· აშშ სავიზო სანქციებს უწესებს რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს