აზერბაიჯანმა, შეთანხმების თანახმად, კონტროლი დააწესა სომხეთის საზღვართან მდებარე ოთხ სოფელზე

აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა 24 მაისს კონტროლი დააწესეს სომხეთის ტერიტორიის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.
აზერბაიჯანს დაუბრუნდა ყაზახის რაიონის სოფლები ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიპარა, ჰეირიმლი და გიზიზგაჯილი. ბაქომ და ერევანმა ამას ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.
ხელშეკრულებებს აზერბაიჯანისთვის ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნების თაობაზე, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგიდან იყო სომხეთის კონტროლქვეშ, აპრილში მიაღწიეს. ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ამ ხელშეკრულებებს მიიჩნევენ საკვანძო მნიშვნელობის მოვლენებად სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.
მაგრამ სომხეთში ამ გადაწყვეტილებას ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებით შეხვდნენ. მასში ძირითადად მონაწილეობენ მომხრეები მოძრაობისა „ტავუში სამშობლოს სახელით“, რომლის ხელმძღვანელია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.