ლადო მგალობლიშვილი – ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს – თუ ამისთვის ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება, აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში,

ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან – აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი -ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს.
„ბოლო დროის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ძალიან უჭირს. ამიტომ, ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან – აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა, ამ საპატიო რეესტრში“, – აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი, რომლის განცხადებასაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა