“რაც დათო ქაცარავას გაუკეთეთ, გაუგონარია” – იუნა შაფათავა

ჩვენი შეხედულებების სხვაობის გამო, რაღაც ნიუანსებში, წლებია, კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, როცა ხედავ, შენთვის მაინც ძალიან ახლობელ ადამიანს, რა სისასტიკით მოექცნენ.
რაც დათო ქაცარავას გაუკეთეთ, გაუგონარია. სახეს მაინც რატომ ულეწავ, რა ბოღმაა ასეთი. მთავარია, გადარჩა და ცოცხალია, 3 სასწაული შვილის მამა და სოფოს მეუღლე. მე ჯომარდობაზე დათოსთან ერთ ნავში ვმჯდარვარ, და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ვისაც ბუნების და სპორტის მეგობრობის კანონი ესმის. კინოში ოჯახი გვითამაშია, ტელევიზიაზე ადამიანური ფასეულობების ახსნა გვაერთიანებდა, ცხოვრებაში ვმეგობრობდით. გაიყარა თუ არა ჩვენი გზები, ვერასოდეს იტყვი, რადგან სხვადასხვა გაგებით, სამშობლოს სიყვარული, შეხედულებებში ნიუანსების სხვაობაზე მეტია. მე შეგნებულად არ ვდებ ქაცარავას დალეწილ ფოტოს, ვიცი, დაუბრუნდება ფორმას მალე. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სამშობლოს კი, იმ დროს, როცა სპეცრაზმელიც გაიაზრებს, რომ სამშობლო, ზომბის ბრძანებაზე მეტია და სამშობლო, შენი თანამემამულის ძმობით და ურთიერთგაგებით იწყება და მისი საფუძველოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?