ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, არ დაესწრება მშვიდობის სამიტს ჟენევაში – „ბლუმბერგი“

აშშ-ის პრეზიდენტი , დიდი ალბათობით, არ დაესწრება უკრაინისადმი მიძღვნილ მშვიდობის სამიტს ჟენევაში. სააგენტო „ბლუმბერგის“ თანახმად ამ პერიოდში ბაიდენი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, ჯორჯ კლუნთან და ჯულია რობერტსთან ერთად, კალიფორნიაში წინასაარჩევნო კომპანიისათვის შემოწირულების შეგროვების კომპანიაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს, იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გაიმართება. კონფერენციაში გაწევრიანებას გეგმავს G7-ის რამდენიმე ლიდერი, მაგრამ გამოცემის თანახმად, მშვიდობის სამიტში არც ჯო ბაიდენი და არც ვიცე-პრეზიდენტი არ მიიღებენ მონაწილეობას.
თეთრ სახლს ჯერ არ გაუვრცელებია დადასტურებული ცნობა, მიიღებს თუ არა -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “მშვიდობის გლობალურ სამიტში” მონაწილეობას.
უკრაინის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის გლობალურ სამიტზე“, რომელზეც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება, მიწვეული არ არის. უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასამდე ქვეყანა, ომის დასრულების შესაძლებლობებს და ს „მშვიდობის ფორმულას“ განიხილავენ. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება.

1 მაისს გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატების და კიევის მოკავშირეთა სრული კონსოლიდაციის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა მ 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს წარუდგინა 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც მოიცავს რადიაციულ, ბირთვულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლებას, გაეროს წესდების შესრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენას, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, სამართლიანობის დაბრუნებას, ეკოციდის აღკვეთას, ესკალაციის არდაშვებას და ომის დასრულების ფიქსაციას.

2023 წელს უკრაინის გეგმის განსახილველად შეხვედრები გაიმართა მალტასა და საუდის არაბეთში. რუსეთს, რომლისთვისაც უკრაინის გეგმა მიუღებელია, ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ