ლარი უფასურდება – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7248 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7248 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7100 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 23 მაისის დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7268 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9578 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.

ასევე დაგაინტერესებთ