სალომე სამადაშვილი – ჩერჩილმა ირონიულად თქვა: “ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას” – ბევრი უთმინეს, ბევრი სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს

როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე – ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას , – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება -ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.
“ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს.
თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე.

ასევე დაგაინტერესებთ