“ბოროტი ძალები გვართმევენ ქვეყანას” – თავისუფლებისთვის მარშს სტუდენტებიც შეუერთდებიან

თავისუფლებისთვის მარშს, რომელეც თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე გაიმართება, სტუდენტებიც შეუერთდებიან.
როგორც სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.
“სტუდენტები, 24 მაისს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედნისკენ და შევუერთდებით მთვარ აქციას – თავისუფლებიდან -მდე. პარალელს ვავლებთ რა, ჰოგვართსის ბრძოლასთან, რადგან ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას.
ხოლო აზკაბანის ციხე ჩვენთვის ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ჩვენ, მშვიდობიანი დემონსტრანტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გავაპროტესტებთ რეჟიმს, რომელიც სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს და აშინებს”, – წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს