გამოცემა Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაპირველად ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა

გამოცემა Politico-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერებული მუქარის შესახებ გავრცელებული განცხადების შესახებ სტატიაში ტექსტი შეცვალა.
კერძოდ, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით – “ევროკომისარი უარყოფს, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა”, თავდაპირველად ეწერა, რომ “ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ს განუცხადა, რომ “ძალიან ფრთხილად ყოფილიყო”.
ამჟამად, აღნიშნული ფორმულირებით ტექსტი აღარ იძებნება და სტატიაში ვკითხულობთ: “ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოღებული მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ლიდერმა თქვა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
კობახიძის განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება