ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია – ევროკომისარი ვარჰეი

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ვარჰეი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი მთლიანად ამოიღეს კონტექსტიდან.
“მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია”, – წერს ვარჰეი და განმარტავს, რომ როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, იგი რეგულარულ კონტაქტზეა ხოლმე მე მისი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან.
“საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, რათა პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, რომ კანონმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.
რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, ს ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია”, – დაწერა ევროკომისარმა და ისევ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს “აგენტების კანონი”
“ამას ვითხოვ, ასევე, როგორც კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული საქართველოს მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიცევროპული მომავლისთვის მუშაობენ”, – წერს ოლივერ ვარჰეი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.
განახლებადი

ასევე დაგაინტერესებთ