რა წერია MEGOBARI Act-ში, რომელიც აშშ-ის კონგრესში დღეს დარეგისტრირდება – ნანა საჯაია

დღეს ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში შედის 2 კანონპროექტი, კონგრესმენ ჯო უილსონის “მეგობარი” და სენატორების ჯინ შაჰინის და ჯეიმს რიშის “ქართველი ხალხის აქტი”.
გამოქვეყებამდე რამდენიმე საათით უილსონის გუნდმა გამიზიარა “მეგობარი”, სანქციების ნაწილში მთავარი რაც წერია არის: უილსონი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ითხოვს გამოვლინდნენ: 1. პირები, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა რუსეთს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული, ასევე სხვა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში; 2. ს დაზვერვის/უსაფრთხოების ელემენტები საქართველოში. ამ ნაწილში კანონ-პროექტი ცალკე აზუსტებს გამოვლინდეს რუსეთის და ჩინეთის თანამშრომლობის კვეთა საქართველოში. 3. საქარველოს მთავრობის წევრები, მათთვის ან მათი სახელით მოქმედი და ძლიერი გავლენის მქონე ხალხი, ვისაც წვლილი მიუძღვის ქართული დემოკრატიის დაზიანებაში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში და ქვეყნის უსაფრთხოების შესუსტებაში. 4. დაჩქარებული წესით იქნეს განხილული სამგზავრო შეზღუდვის დაწესება იმ პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ვინც: პირდაპირაა პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული სტილის კანონის ადვოკატირებისთვის და მისი მიღებისთვის;
5. სანქციები დაუწესდეს სამთავრობო და პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, ვინც ამ [რუსული სტილის] კანონს შეუწყო ხელი და მონაწილეობდა კანონიერი პროტესტის ჩახშობაში.

ასევე დაგაინტერესებთ