“ოპოზიცია, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობს, ეს მთავრდება იმით, რომ აქციაზე „ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია” – იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის შემდეგ არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ. არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე „ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია. ჩვენ ამ ხალხს ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ. ეს რომ არ მოსწონთ, ამიტომ არ გვეძახიან და არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იმავეს ვაპირებ, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაჰკვირვებიხართ, „გირჩი” ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციას. სამშაბათ დღეს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ. გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს საჯაროდაც და როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, გაცხადებული აქვთ, რომ ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების. შეიძლება ახლა მათ უფრო მეტად „ქართული ოცნების”, სუს-ის ან ვიღაცის ეშინიათ, ამიტომ მზად არიან, საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და ქვეყნის ინტერესებიც ყველაფერს შესწირონ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა – რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი სანქცირებულია და რუსეთში და ირანში დადიან და სხვაგან სიარული არ შეუძლიათ; ვიზალიბერალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ… წარმოიდგინეთ, რომ ამ აქტით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მიხარია, რომ ეს მომენტი დგება. ქართველ ხალხს გვექნება ყველაფერი იმისთვის, რათა გავიაზროთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ და სერიოზულად ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს”

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს