ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეხუთე საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეული ჩატარდა, რომელსაც 8 ქვეყნის 10 უნივერსიტეტის 17 წარმომადგენელი ესწრებოდა (გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი).
ბსუ-ს ინფორმაციით, სტუმრები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პირებს შეხვდნენ, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს და ასევე ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
„შეხვედრების დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, უმოკლეს ვადებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები.
მეხუთე საერთაშორისო კვირეული ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია უნივერსიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს