შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ქართველობა და ტრადიციები გვკარნახობს, რომ როდესაც რეგიონში, სამეზობლოში ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ადამიანური ვალდებულებაა სამძიმრის გამოცხადება – არავის ვეკითხებით

ჩვენი ქართველობა და განსაკუთრებით ჩვენი ტრადიციები გვკარნახობს, რომ როდესაც რეგიონში, სამეზობლოში ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ჩვენი ადამიანური ვალდებულებაა სამძიმრის გამოცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრებას გამოეხმაურა.
ს განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად წყვეტს ვის მიუსამძიმროს ან მიულოცოს.
„არის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენი ქართველობა და განსაკუთრებით ჩვენი ტრადიციები გვკარნახობს რაღაცებს და რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როდესაც ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში ხდება ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, ეს არის ჩვენი ადამიანური ვალდებულება, მათ შორის სამძიმრის გამოცხადება. ჩვენ არავის არ ვეკითხებით, არცერთ ქვეყანას არ ვეკითხებით ვის გამოვუცხადოთ სამძიმარი და ვის მივულოცოთ რამე.
ყველა შეეგუოს ერთ რამეს, რომ საქართველოა რის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მით უმეტეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი საყვედური არ ყოფილა[პარტნიორებისგან], ისევ ქართველები, ჩვენი შიდა ბოღმა ოპოზიციონერები დგანან და ლაპარაკობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ