გიორგი ვაშაძე – ცინიკურია, “ქართულ ოცნებაში” მყოფი სპორტსმენები იურიდიულ განათლებას რომ უწუნებენ ვენეციის კომისიას

ყველაზე ცინიკურია, “ქართულ ოცნებაში” მყოფი სპორტსმენები რომ იურიდიულ განათლებას უწუნებენ ვენეციის კომისიას – ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა მათ ყველა ინტერპრეტაციას და თქვა, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე მ ვენეციის კომისიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შეფასებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება კანონის ძალის მქონეა ქართული საკანონმდებლო აქტებისთვის.
“ევროკავშირში, ევროპაში სამართლებრივი შეფასების ამაზე მაღალი რგოლი არ არსებობს. ვენეციის კომისია საქართველოს შემთხვევაშიც აფასებს კანონმდებლობას, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო შეთანხმების და ხელშეკრულების მონაწილე. ანუ, მისი შეფასება კანონის ძალის მქონეა ქართული საკანონმდებლო აქტებისთვის. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი განცხადება”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება -ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას შედეგები მოჰყვება, როგორც ვაშაძე ამბობს, ამ განცხადებაში იგულისხმება, რომ “ყველა ადამიანს, ვინც ქართველი ხალხის ნებას გააყალბებს და უღალატებს, კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრება”.
“დროა გონს მოეგოთ, გაიზიაროთ, გენერალური პროკურორის პოზიცია და გაემიჯნოთ “რუსულ კანონს”- ამას გულისხმობს მთელი ჩვენი თანამეგობრობა”, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციასა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ გაიმართა, ვაშაძის თქმით, საუბარი იყო არა მხოლოდ “რუსულ კანონზე”, არამედ საარჩევნო გარემოზე.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. საუბარი იყო არა მხოლოდ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, არამედ საარჩევნო გარემოზე და იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. როდესაც პარალელურად უამრავი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აქტივისტებზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე.
უნდათ, გააუქმონ სამოქალაქო სექტორი, არ მოხდეს დაკვირვება. საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია თვითონ ეურთო/ოდირი. ამას უყურებს ფართო ჩარჩოში. მათ ექნებათ კონკრეტული გადაწყვეტილებები. იქნება კიდევ ერთი შეფასება “რუსულ კანონზე”. თუმცა არაფერს ახალს არ ველოდები, ვიდრე ვენეციის კომისიას აქვს.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, რომელსაც საკუთარი გენერალური პროკურორიც გაურბის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ