პუტინმა აშშ-ისა და ამერიკელთა ქონების კონფისკაციის უფლება გასცა რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა -ის, ამერიკის მოქალაქეების, რეზიდენტების, უპირატესად ამერიკის ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი კომპანიების ქონების კონფისკაცია რუსული აქტივების კომპენსაციისთვის. შესაბამისი ბრძანებულება ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
ბრძანებულება ს კომპანიებსა და კერძო პირებს უფლებას აძლევს, რუსეთის სასამართლოებს მიმართონ და მოითხოვონ, რომ უსაფუძვლოდ იქნეს ცნობილი ქონების ჩამორთმევა აშშ-ის სასამართლოების ან სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით.
თუკი რუსეთის სასამართლო აღიარებს, რომ კონფისკაცია უსაფუძვლო იყო, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კომპენსაციის სახით უნდა წარმოადგინოს რუსეთის ტერიტორიაზე გამონახული აქტივები, რომლებიც აშშ-სთან არის დაკავშირებული.
პუტინის ბრძანებულება უფლებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ამერიკის რეზიდენტებისა და მოქალაქეების უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, წილები რუსეთის კომპანიებში, ქონებრივი უფლებები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შედგენილია რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის „არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საპირისპირო“ ქმედებების გამო.
24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტით შესაძლებელი ხდება უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის იმ სახელმწიფო აქტივების დაყადაღება და კონფისკაცია, რომლებზეც აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდება.
2022 წლის დეკემბერში სენატმა უფლება გასცა, უკრაინის დასახმარებლად გამოყენებულ იქნეს აქტივები, რომლებიც რუს ოლიგარქებს ჩამოერთვათ აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევისთვის (ბაიდენმა ამ დოკუმენტსაც 2024 წელს მოაწერა ხელი).
შესწორებების ავტორები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მოსკოვმა უნდა ზღოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, მათ შორის – გადაიხადოს მისი აღდგენის ხარჯები. თებერვლის მდგომარეობით, ომით მიყენებული ზარალი 486 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას