კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა

პრემიერ-მინისტრი, ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებს ვისზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.
“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წერს, რომ ამ ინფორმაციას პრევენციის მიზნით ასაჯაროებს. პრემიერ-მინისტრი ისევ აგრძელებს “გლობალური ომის პარტიის” შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებას და ამტკიცებს, რომ “წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული”.

ასევე დაგაინტერესებთ