“ა, აგერ ათი ლარი და ნუ მიცდენ ამხელა ღმერთს ერთი ბოთლი “ოტკიზაო”! – გურული ამბები

კაიხანია ჩემს გურულებზე არაფერი დამიწერია… ხოოოდა, დგას “ახალი” გურული ეკლასიაში იესოს ხატის წინ, პირჯვარს იწერს და ტრანსშია: ღმერთო გეხვეწები, ქე რომ იცი, ე იმ ათი კონტეინერი მანდარინის საქმე მომიკვარახჭინე მე რომ მინდა, ისე! გთხოვ, ღმერთო, რაცხა პატარა თხილის ქარხანა რომ მაქ აგერ, ოზურგეთში, ხომიცი?.. ხოდა მაგასაც კაი ფული მოაგებინე წელს! ღმეეეერთო მაღალო და ყოვლისშემძლევ!!! ბარემ ე, თლა იმ მთავარ საქმეში ჩადობილი ფულიც ამომაღებიე ერთი ათმაგად მაინც და ჩემზე იყოს მერე ცხვარი და მთელი ამბავი!.. ამასობაში გვერდით მეორე გურული ამოუდგა, გაგლეჯილ პახმელიაზე, წაშლილი სიფათით და თავისი გასაჭირით, – ღმერთო, ძმურად ერთი ხუთი ლარი გადმომიგდე პახმელიაზე ვარ, ვიბრიდებიო! გაბრაზებული გურული ლოთს მიუბრუნდა, ამრეზით ახედ-დახედა, საჩქაროდ ამოიღო რაღაც, ჯიბეში ჩაუჩურთა და თვალები დაუბრიალა: ა აგერ ათი ლარი და დამეკარგე ახლა აქედან, ნუ მიცდენ ამხელა ღმერთს ერთი ბოთლი ოტკიზაო!!
/გრინ ბარეტი/ გურული ამბები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე