სტრასბურგმა სააკაშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ს საქმეზე განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი.
“საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ