ფაშინიანის თქმით, სომხეთს რუსეთისგან შესყიდული შეიარაღება ჯერ კიდევ არ მიუღია

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ სომხეთის მიერ სგან შესყიდული შეიარაღება ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ფაშინიანის თქმით, ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი რუსულ მედია TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პრემიერს არ უთქვამს, თუ რა შეიარაღება იყიდა სომხეთმა რუსეთისგან.
ფაშინიანმა ასევე რუსული მედიები ადგილობრივი წესების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნულ თემაზე რუსეთთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზე ისაუბრა. ბოლო პერიოდში რუსული მედიები ყარაბაღის დაკარგვას ფაშინიანს აბრალებენ.
გასულ კვირებში ფაშინიანმა სომხეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ალიანსს “არასაკმარისი” უწოდა და აღნიშნა, რომ ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან უსაფრთხოების საკითხში დასავლეთზე დაყრდნობა “წინდაუხედაობა” იქნება და ერევანი საგარეო პოლიტიკის “რადიკალური ცვლილების” გამო გააკრიტიკა.
კრემლის პრესსპიკერის ს თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანი საგარეო ვექტორს არ შეიცვლის და კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში კვლავ სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. ამის შესახებ პესკოვმა მინსკში, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
სომხეთის პრემიერმინისტრი 23 ნოემბერს გამართულ ОДКБ-ს ყოველწლიურ ღონისძიებას არ დაესწრო. 2023 წლის იანვარში კი ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა.