შეშფოთებას საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ, თუ ასევე საფრანგეთში, თურქეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზეც? თუ მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც მათთვის ამ კანონის მიღება მიუღებელია? პირველ რიგში, ბატონ ენტონთან ეს კითხვა მექნებოდა და მის პასუხს მოვისმენდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი, მის ამ შეშფოთებაზე კომენტარი გამეკეთებინა.
[…] კარგით რა, უკვე რამდენი ხანია, ამ სანქციებით გვაშინებენ და არ გვეშინია. სანქციების არ გვეშინია.
ასე გამოეხმაურა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი, დეპუტატი ირაკლი-დაჩი ბერაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას. ბლინკენმა თქვა, რომ “გამჭვირვალობის” კანონი პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა და ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება.
ასევე, ბლინკელის თქმით, ის მოელის, რომ აშშ კანონის მიღების საპასუხოდ ზომებს მიიღებს.