ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს – შსს

ქუთაისში, ს ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც თანხა წაუღიათ. თუმცა, პოლიციელებმა მისი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ