რის ხაზგასასმელად ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში – თორნიკე გორდაძე – Netgazeti • თორნიკე გორდაძე • ირაკლი კობახიძე • ირანი • რუსეთი • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე გორდაძის განცხადებით, სრულიად საკმარისი იქნებოდა ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან საპარლამენტო დონის დელეგაცია ჩასულიყო.
მისი თქმით, ირანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ჩასვლა იმის ხაზგასმაა, რომ “ოცნებაში” ს მოკავშირე ირანთან განსაკუთრებული ურთიერთობა სურთ.
„გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანაა და მისამძიმრება ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია. შეიძლებოდა საქართველოდან წასულიყო საპარლამენტო დელეგაცია და სავსებით საკმარისი იქნებოდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მიდის იქ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ამას აკეთებენ რაღაცისთვის ხაზის გასასმელად, რომ ჩვენ ახალი, განსაკუთრებული ურთიერთობები გვინდა ამ ქვეყანასთან – ირანთან, რომელიც არის რუსეთ-ირანის ღერძის შემადგენელი. რუსეთი და ირანი ერთად იბრძვიან სირიაში, ისინი ებრძვიან დასავლურ ინტერესებს, მათ აქვთ საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, ში მიმდინარე ომში ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.
მაშინ, როცა უკრაინასთან სრულიად გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, იმ ფონზე, როცა დასავლეთს ფაქტობრივად ბრალს ვდებთ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვაში, ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი. ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის მთლიანი შებრუნება“, – განაცხადა თორნიკე გორდაძემ.
22 მაისს, თეირანში დაუანონსებელ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი მ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ირანის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავიდნენ ტუნისის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, კატარის ემირი შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ტამიმი, ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ სუდანი, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი . ირანში მიყოფებიან რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ს პრემიერი და ვიცე-პრემიერი, ჩინეთის ვიცე-პრემიერი, ევიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.
რაისის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ ასევე „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე და „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ცერემონიალზე გამოჩნდნენ „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირების ფონზე.
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
იბრაჰიმ რაიზი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.
ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ