რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ:
· გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის
· 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა
· მობილური ბალანსის შევსება
· ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება
· მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა.
hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.
აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:
· მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან მობაილბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
· თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, ბარათის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოს, რომ hi app-ის გააქტიურება სურს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
· იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის მობაილბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს hi app-ი, გადმოწერე და გაიაქტიურე: https://tbchiapp.onelink.me/kgD3/zhd4a9u8