TI: ილია შამუგიამ 1.3 მლნ ლარიანი ბინა ნახევარ ფასში იყიდა, დეკლარაციაში ნაკლები მიუთითა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ 2023 წლის ოქტომბერში ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კი უფრო ნაკლები თანხა მიუთითა.
კერძოდ, TI-ში ამბობენ, რომ მის მიერ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ანალოგიური ბინები, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 დოლარი), ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა.
ორგანიზაციის ცნობით, ილია შამუგიამ, არასრული და არასწორი ინფორმაცია შეიტანა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს წარადგინა. კერძოდ, TI-ში ამბობენ, რომ ილია შამუგიამ დაარღვია:
დარღვევა I: ილია შამუგიამ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ღირებულებად 226 400 აშშ დოლარი მიუთითა, მაშინ როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მან 283 000 აშშ დოლარი გადაიხადა.