ლოიდ ოსტინი: აშშ-ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდა. პენტაგონის ცნობით, ოსტინმა შეხვედრისას დაადასტურა, რომ -ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ.
როგორც ცნობილია, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ღაზაში ჰუმანიტარული და სამხედრო ოპერაციების კოორდინაციის ეფექტური მექანიზმი შემუშავდეს. ამერიკული მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ისრაელისადმი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსტინმა მოუწოდა ისრაელს ხელი შეუწყონ ღაზის სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.
“მათ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰამასის დარჩენილი ბრიგადები სამოქალაქო ზიანის მინიმიზებასთან ერთად” – წერია პენტაგონის განცხადებაში.