20 000-ზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება 41 ქვეყნის მიერ – რამდენად ეფექტური იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები?

რა გავლენა მოახდინა ს ეკონომიკაზე ში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა და იყო თუ არა ეფექტური, – ამის შესახებ PMCG ახალ კვლევას აქვეყნებს.
საერთო ჯამში ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია 20 000-ზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება 41 ქვეყნის მიერ, რაც რუსეთს მსოფლიოში ყველაზე სანქცირებად ქვეყნად აქცევს.
ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთის უნარს, დააფინანსოს ომი და მიმართულია უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტის წინააღმდეგ. მიზნებიდან გამომდინარე, ისეთი სფეროები, როგორიცაა კვება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ფარმაცევტული მიმართულებები სანქციებისგან თავისუფალია.
სანქციების მიზნად პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთის მიერ ომის დაფინანსების შეზღუდვას ასახელებდა. პუბლიკაციის თანახმად, თუ სანქციების ამ მიზნის მიღწევის ნაწილში შევაფასებთ, დასკვნა იქნება, რომ ამ დრომდე მიზანი მიღწეული არაა. უკრაინაში ომი გრძელდება. სანქციების ეფექტი კი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
ამასთან, მოსალოდნელზე მაღალი მდგრადობა აჩვენა რუსეთის ეკონომიკამ ვინაიდან, 2022 წელს ღრმა რეცესიასთან დაკავშირებული პროგნოზები არ გამართლდა და ყველაზე სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 1.2%-ით შემცირდა. 2023 წელს კი 3.6%-ით გაიზარდა. ამასთან რუბლი, რომელიც თავდაპირველად რეკორდულ მინიმუმზე დაეცა, დასტაბილურდა. ზოგიერთი ეკონომისტი რუსეთის ეკონომიკის ზრდის მიღმა მთავრობის დანახარჯებს ხედავს, რაც მდგრადი არაა. ასევე, არაერთი ფაქტორი, იქნება ეს მაღალი რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება, ემიგრაციის ტალღა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, არაჯანსაღი ბიზნესკლიმატი და სხვა, ნეგატიური ფაქტორებია ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
კვლევაში განხილულია შემდეგი შეზღუდვები და მისი შედეგები:
SWIFT-ის აკრძალვა რუსული ბანკების წინააღმდეგ – შეზღუდვამ ვერ გაამართლა მოლოდინი ორი ძირითადი მიზეზის გამო: რუსეთი კარგად იყო მომზადებული ამ საფრთხისთვის, რადგან 2014 წელს, როდესაც ს ანექსია მოახდინა, პირველად დაუწესეს SWIFT-ზე შეზღუდვა და მეორე, SWIFT-ის აკრძალვა მოიცავდა რუსული ბანკების მცირე რაოდენობას.
საგარეო რეზერვების გაყინვა – ჯამში შეადგინა 300 მილიარდი ევრო. რეზერვები გაყინულია ევროკავშირში, G7 ქვეყნებსა და ავსტრალიაში. ამ ეტაპისთვის, ეს იყო რუსეთისთვის დაწესებული ყველაზე ეფექტური ღონისძიება.
სტრატეგიული პროდუქტების ექსპორტის აკრძალვა – შეზღუდვა გაფართოვდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და მოიცვა არაერთი სექტორი. სანქციების დამწესებელმა ქვეყნებმა აკრძალეს რუსეთის გავლით ექსპორტირებული საქონლის ტრანზიტიც. გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ მესამე ქვეყნებიდან არ მომხდარიყო რუსეთში ექსპორტი. გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდვები ბოლო პერიოდში განხორციელდა, შესაბამისად, მათი გავლენის შეფასება ჯერ კიდევ შეუძლებელია.
ნავთობისა და ენერგიის იმპორტის აკრძალვა – 2022 წლის აპრილში, -მ და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. მიუხედავად ამისა, რუსული ენერგიის ექსპორტი ევროკავშირში რჩება მაღალ ნიშნულზე.
საჰაერო სივრცის აკრძალვები რუსული გადამზიდავებისთვის – შეზღუდვამ მინიმალური გავლენა იქონია რუსეთის უნარზე, გააგრძელოს და დააფინანსოს ომი.
Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შეჩერება – ეს პროექტი შემუშავების პროცესში იყო ომის დაწყებისას და რთულია განისაზღვროს მისი შეჩერების გავლენა.
მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა დაწესებული ასობით კერძო პირზე – სანქცირებული პირებისა და სუბიექტების სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუმცა სანქციის ეფექტი, დღემდე უმნიშვნელოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე