სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, 2019 წლის შემდეგ პირველად სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და იაპონიას შორის სამმხრივი სამიტი 26-27 მაისს გაიმართება.
კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ჩიანგთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო ორშაბათს სამმხრივი სამიტი შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ