ჯო ბაიდენი პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებას არ ეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს მიღწევა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განმარტებით, თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მაგრამ ჯო ბაიდენის თვლის, რომ მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკება საუკეთესო მიდგომაა.
„პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ს უსაფრთხოებას და ასევე პალესტინელი ხალხის ღირსებასა და უსაფრთხოებას, საუკეთესო გზაა რეგიონში ყველასთვის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – აღნიშნა სალივანმა.
შეგახსენებთ, ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ ისინი, მიმდინარე თვეში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის