მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი… ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება – ბლინკენი

მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი… ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება – ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოზე საუბრობს და კონგრესმენ ბილ კიტინგის კითხვას პასუხობს, რომელიც სწორედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
“შეშფოთებულები ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისკენ, აშკარად ეწინააღმდეგება. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ… ევროკაშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე… ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება”, – ამბობს ბლინკენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია