თსუ-ის პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული — კობახიძე განათლების რეფორმას აანონსებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განათლების „ფუნდამენტური რეფორმა“ დააანონსა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მ თქვა, რომ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა განათლების სისტემის შეგნებულად დანგრევაში და ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიის დანერგვაში. პრემიერის თქმით, „გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში“.
„ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, თან ღირებულებებს აცლი… არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში არის მართლმადიდებელი ეკლესია… ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი ჩვენი რეფორმა, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ „აღიარა“, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც განათლების სფეროში „საკმარისი ვერ გაკეთდა“.
„ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, — ესეც გარე დავალება იყო — ესაა განათლების სისტემა. ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით. საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბეს მყარი სისტემა, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს უმაღლესი განათლების სისტემაში. რომ ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი — პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. შეიძლება პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როდესაც არც კვალიფიკაცია გაქვს და პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. კითხვაზე, თუ რას უპირებს ამ პრობლემას, კობახიძემ უპასუხა, რომ „თვისებრივ გარდაქმნას“.
„ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, არამედ ოთხი წლის თავზე გვექნება თვისებრივად ახალი ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სწავლების ხარისხი და შინაარსი იქნება თვისებრივად განსხვავებული. გვექნება განახლებული სახელმძღვანელოები და კურიკულუმები. ეს იქნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლებაზე“, — თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ადამიანური რესურსი საკმარისია, „თუ სწორად დალაგდება“.
„არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი და არა იმ ადამიანების, ვისზეც გვქონდა ახლა საუბარი. გვჭირდება გააზრება, რომ უნდა იყოს ბოლომდე დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ