მედია: ანტირუსული აქციების გამო, შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს

თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა.

„თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა დროსაც მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ეცვათ ერთნაირი მაიდენტიფიცირებელი ჟილეტი შესაბამისი წარწერით და ამრეკლით, რისთვისაც საჭიროა შესყიდული იქნას შესაბამისი დიზაინის ჟილეტი“, – აღნიშნულია -ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორისადმი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2024 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელებას სჭირდება კანონით დადგენილი ვადები, ასევე შესყიდვის სირთულიდან გამომდინარე ტენდერის პროცედურები საშუალოდ გრძელდება 40 სამუშაო დღემდე, შესყიდვის ობიექტის მოწოდებას ასევე ესაჭიროება დამატებითი ვადა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე კი საჭიროა ჟილეტების გაცემა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში“.

ვრცლად ნახეთ “ბათუმელებზე”

ასევე დაგაინტერესებთ

,, ეგეთი „მშვიდობიანი” მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში, რომლებსაც შენ და შენი ქმარი (შენი შვილის ნათლია), ხოტბას ასხამდით შემდგომ” – გიორგი გამსახურდია პრეზიდენტს