“თუ რუსეთს ვებრძვით – მაშინ რაის რამდენიმე ცენტრი? – თუ გაზს ერთად ვყლაპავთ, ცალ ცალკე რატომ უნდა ვიყოთ?” – მიშა მშვილდაძე

თუ რუსეთს ვებრძვით – მაშინ რაის რამდენიმე ცენტრი? – თუ გაზს ერთად ვყლაპავთ, ერთად გვირტყამენ და ერთად ვიმარჯვებთ, ან ვმარცხდებით, ცალ ცალკე რატომ უნდა ვიყოთ აუცილებლად რამეში?
უნგრეთის და პოლონეთის მაგალითი მოყავთ ხოლმე, უნგრეთში გაერთიანდა ოპოზიცია და წააგეს და პოლონეთში რამდენიმე ცენტრად დაჯგუფდა და მოიგესო – ეს არგუმენტი ამ სტატუსს შეიძენდა სხვა ყველა პირობა რომ თანაბარი ყოფილიყო და მარტო ეს – სხვაობა – სინამდვილეში, უნგრეთში სტაბილური ავტოკრატიაა სადაც არ არსებობს დიდი კრიტიკული მედია, ორბანმა მოასწრო ველის მოსუფთავება და დიქტატურის იმ ფაზაშია, სადაც პოლონეთი დემოკრატიულ რეიტინგებში ბექსლაიდინგის მიუხედავად, ახლოსაც არაა – 1984 წლის თუ რაღაც ეგეთი ძველისძველი კანონით აკრძალულია მედიის შეზღუდვა და ლიცენზირება და თავისუფალი გარემო ქმნის დემოკრატიული ცვლილებების ტრადიციას, კოალიციური მმართველობა კიდევ პოლონეთში მგონი სულ ეგაა – არაფერი ექსტრაორდინალური არ მომხდარა არც პოლონეთში პოლონეთის სტანდარტით, და არც უნგრეთში უნგრეთის სტანდარტით – პირიქით რომ ყოფილიყო და პოლონეთში ერთიანი სიით გასულიყვნენ ან უნგრეთში ცალ ცალკე, მაინც წააგებდნენ აქა და ალბათ მოიგებდნენ იქაც – მსგავსება სხვაც რომ აგრესიული კონსერვატიული ნარატივი ჰქონდათ არაფერს ნიშნავს, იგივე ნარატივზეა ტრამპი ამერიკაში ლეპენი საფრანგეთში და ერდოღანი თურქეთში და ყველა აგებს ხოლმე შიგადაშიგ.
ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია ამ საკითხზე საბოლოო ბეჭედდასმული პასუხის გაცემა, ერთიანი სიით სჯობს თუ ორით, სამით თუ ოთხით და როგორ ვინ ვისთან დაჯგუფდეს რომ ხმები არ დაიკარგოს, რომ დამარცხდეს და ქვეყანა გადარჩეს, და არც მიშა მგონია საუკეთესო მარკეტინგული ვერსია, ვინ გააჟღეროს საყოველთაო დიდი გაერთიანების იდეა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალებს რომ აცეცებდა მომიტინგეებში და მალიმალ ტელეფონში ფოტოებს ამოწმებდა, აიმ ნიღბიანი ხვადაგის სიაში ყველა ერთად ვართ განურჩევლად

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა