სამხედრო კომისარიატზე ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილს რუსეთში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსეთის დონის როსტოვის სასამართლომ ყაზანის 21 წლის მკვიდრ მიხაილ ბალაბანოვს ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ქალაქ ნევინომისკის სამხედრო კომისარიატის შენობაზე ცეცხლის წაკიდების განზრახვაში წაუყენეს ბრალი. საბოლოოდ სასამართლომ ეჭვმიტანილი ტერაქტის მომზადების მუხლით გაასამართლა. თავად ბალაბანოვი აცხადებს, რომ არ აპირებდა ცეცხლის წაკიდებას.
სამართალდამცველებმა ბალაბანოვი 2022 წლის დეკემბერში დააკავეს. მსჯავრდადებულის ადვოკატის ვიაჩესლავ სავინის თქმით, პირველ დაკითხვებზე მისმა კლიენტმა აღიარა დანაშაული, მაგრამ შემდეგ გადათქვა თავისი სიტყვები და თქვა, რომ მას არ ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტი, მაგრამ მისი ჩვენება საქმის მასალებში არასწორად სახეცვლილი შეიტანეს. “არის ფრაზები, რომლებიც არც მას და არც მის თანამოსაუბრეს არ უთქვამს”, – აღნიშნა ადვოკატმა სავინმა.
სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ბალაბანოვი მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით და, სავარაუდოდ, მათთან მიმოწერაში შევიდა, დათანხმდა სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების გეგმაზე და იყიდა “მოლოტოვის კოქტეილის” შესაქმნელად საჭირო მასალები. ბალაბანოვმა სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვაში აღიარა, რომ მართლაც ჰქონდა ინტერნეტში მიმოწერა ვინმე ბენთან და მართლაც შეიძინა საქმეში აღნიშნული მასალები, მაგრამ არ აპირებდა მონაწილეობას ტერორისტულ თავდასხმებში ან სხვა ქმედებებში, რასაც შეიძლებოდა ზიანი მიაყენებინა ხალხისთვის.
პროკურორი ბალაბანოვისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ დანაშაული “ადამიანთა ჯგუფმა” მოამზადა, რაც დამამძიმებელი გარემოებაა. მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ბალაბანოვი მაინც მარტო მოქმედებდა და სახელმწიფო ბრალდების მიერ მოთხოვნილი ვადა ნახევრამდე შეამცირა.
· რუსეთში მოქალაქეთა ნაწილი ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას სამხედრო კომისარიატებზე ცეცხლის წაკიდებით აპროტესტებს. დღემდე ცნობილია ცეცხლის წაკიდების მცდელობის სულ მცირე ასი შემთხვევა.
· თავდაპირველად საქმეები განიხილებოდა სხვისი ქონების დაზიანებისა და ხულიგნობის შესახებ მუხლებით. მოგვიანებით, ს გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატების დაწვის შემთხვევები ჩაითვლება ტერორისტულ თავდასხმებად და დაისჯება15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირველი განაჩენი, რომლითაც სამხედრო კომისარიატის დაწვა ტერორისტულ თავდასხმად იქნა კვალიფიცირებული, 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოიტანეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა