პოლონეთი აპირებს შექმნას კომისია, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის გავლენას შეისწავლის

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული აქტების მოწყობასა და საბოტაჟში. იმავე ბრალდებით ადრე ცხრა პირი დააკავეს.
„ევრონიუსის“ ცნობით, ამ ფონზე პოლონეთის მთავრობის მეთაურმა პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ხელოვნური მიგრაციით გამოწვეული დაძაბულობის შექმნაშიც დაადანაშაულა.
“დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა არ არის გამოწეული არ არის სხვადასხვა ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების სპონტანური გადაადგილებით. ეს მონაცემები ახლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 90% – ზე მეტს, ვინც უკანონოდ კვეთს პოლონეთის საზღვარს, რუსული ვიზების მფლობელია“, – განაცხადა დოლანდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლონეთში რუსულ და ბელორუსულ გავლენას შეისწავლის. ამ კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს წინასწარი შედეგები ზაფხულში გახდება ცნობილი.
მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს 10 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი) ჩადოს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკის თქმით სამუშაოები პროექტ “ფარი-აღმოსავლეთის” ჩარჩოებში უკვე დაწყებულია. ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე – განსაკუთრებით ახლა, როცა ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ხოლო და ბელარუსი ევროპული სამყაროსთვის საფრთხედ აღიქმება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს