საფრანგეთის პარლამენტის საგანგაშო რეზოლუცია – ოლიგარქი ივანიშვილი და საქართველოს მომავალი

საფრანგეთის პარლამენტის ევროპის საბჭოს კომიტეტმა საქართველოს შესახებ 8 გვერდიანი რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც საუბარია რუსულ კანონზე და საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკაზე. რეზოლუციაში მოხსენიებულია როგორც ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი:
ეს კანონპროექტი, შთაგონებული რუსული კანონმდებლობით, იქცა სიმბოლოდ, რაც ადასტურებს გზიდან გადახვევას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი მიდიან იმ პირობების საწინააღმდეგოდ, რასაც ევროკავშირი წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ ითხოვს.
გარდა ამისა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთადერთი ოლიგარქი ქვეყანაში, გახდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამიტომ ის თამაშობს გადამწყვეტ როლს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისში.
ხელისუფლების ავტორიტარულმა და არალიბერალურმა ქმედებებმა არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ქართველი ხალხის მისწრაფებები. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ მათ…
ცალსახად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ იმის გათვალისწინებით, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციონირებას, რაც შეუთავსებელია ევროკავშირის პრინციპებთან და საქართველოს გაწევრიანების პროცედურებთან.
ვთვლით, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ უნდა გაიხსნას, თუკი ეს კანონი ძალაში შევა.” – ნათქვამია საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს