რუსთავში კაცმა 21 წლის ცოლი და სიდედრი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში მომხდარი მკვლელობების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ახალგაზრდა კაცმა 21 წლის ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო, კაცი კი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ და ლ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ