FP: დიდი ალბათობით, ევროკომისია არ დაადასტურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს

Foreign Policy-ს ცნობით, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს, ოქტომბერში შესაძლოა ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ დაუდასტუროს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირში განიხილავენ სხვადასხვა შემაკავებელ ზომებს იმ შემთხვევაში ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს. Foreign Policy-ს ცნობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ დადასტურება მოვლენათა განვითარების ყველაზე შესაძლებელი სცენარია. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა