„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ხულიან ფერნანდესს ქრისტიან როიდერი შეცვლის. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ქრისტიან როიდერი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი შეუერთდა, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. „აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს და პატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.