კახა კალაძე – „მეორე ფრონტი“ არ არის ჩემი მოგონილი – არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა

რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ეს არ არის ჩემი მოგონილი – არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩამოსვლა, „მათი გამოსვლა ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული „მესიჯების“ გაჟღერება, მძიმე იყო“.
„რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა. მაგალითად, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, ასევე, ის განცხადებები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებდნენ – „გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო“ და ა.შ.
აგრეთვე, მძიმე იყო [ბალტიისპირეთის ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამობრძანება საქართველოში, მათი გამოსვლა ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული „მესიჯების“ გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ, ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ იმ საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მიუღებელია და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს